სამღებრო სამუშაოები

კომპანია“ნიუ ავტო მოტორსში” სამღებრო სამუშაოების შესრულებას გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ყველაზე მოთხოვნადი გერმანული ,,Challanger“-ის , „SPIES HECHKER”-ის და ეგვიპტური ,, KAPCI”-ის ფირმის საღებავებით.
ჩვენს კომპანიაში ამ მიმართულებით მუშაობენ 15 წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები. ცნობილია, რომ სათუნუქე სამუშაოების დასრულების შემდეგ ავტომობილს ესაჭიროება სამღებრო სამუშაოები. პირველად ვამუშავებთ ფითხით (შპაკლით) შემდეგ ვგრუნტავთ იმ დეტალებს, რომელსაც ესაჭიროება შეღებვა. დაგრუნტვის შემდეგ კი ვამუშავებთ ზედაპირს სასურველ მდგომარეობამდე, საბოლოო მოსამზადებელ სამუშაოებს ვასრულებთ და შეგვყავს ავტომობილი საშრობში. სასურველი მდგომარეობის შემთხვევაში ვიწყებთ შეღებვას. ვასხამთ საღებავს და საღებავის დასხმის დასრულების შემდეგ, ასევე ვასხავთ ლაქს. საბოლოოდ კი ერთი საათის განმავლობაში ვტოვებთ ეგრეთწოდებულ ავტომობილის საშრობში (სუშილკაში) . სამღებრო პროცესში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები, როგორებიცაა:
NOVOL–ის გრუნტი
DEBEER–ის საღებავი
MIPA–ს ლაქი
NOVOL–ის ფითხ
კომპანია „ნიუ აუტო მოტორსის“ მთავარი უპირატესობა სწორედ ხარისხიან მასალებში და კვალიფიციურ თანამშრომლებში ვლინდება. ჩვენთნ ხარისხი ფასზე მეტია!
ავტოსამღებრო სამუშაოების სერვისის მსურველები მობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ისტერიტორიაზე, სახელოსნო ბოქსი #52-53, ან დარეკეთ ნომერზე: 577 01 80 64 / 568 83 96 51
