სამუხრუჭე სისტემის შეკეთება
სამუხრუჭე ცილინდრების შეკეთება, მუხრუჭის სითხის შეცვლა
დავუშვათ, თქვენს ავტომობილს აქვს ბარაბნიანი სამუხრუჭე სისტემა. ბარაბნიანი სისტემა სანამ არ დაიშლება ვერ გავიგებთ რა იჭერს და რა არის გამოსაცვლელი. ბევრს ჰგონია, რომ სამუხრუჭე დისკი და მითუმეტეს ბარაბანი, არის სამუდამო. ერთმა წყვილმა სამუხრუჭე დისკმა და ბარაბანმა უნდა გაცვითოს არაუმეტეს სამი წყვილი სამუხრუჭე ხუნდი, რის შემდეგაც უნდა შეიცვალოს ახლით.
თუ სამუხრუჭე დისკი და სამუხრუჭე ხუნდი შესაცვლელია, ან შესაკეთებელია, აუცილებლად უნდა შეკეთდეს მალევე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ აზიანებთ სამუხრუჭე სისტემის დანარჩენ ელემენტებს. მაგალითად: სუპორტებს, მუხრუჭის ცილინდრებს და ახურებთ სამუხრუჭე სითხეს. თუ ახდით სამუხრუჭე სითხის ავზს თავსაფარს და იქ გამუქებული სითხე დაგხვდებათ, ეგ უკვე იმის ნიშანია, რომ გადახურებულია და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სამუხრუჭე სითხის შეცვლა ისეთივე აუცილებელია, როგორც ძრავში ან სხვა აგრეგატებში ზეთის ცვლა.
კომპანია „ნიუ ავტო მოტორსი“ გთავაზობთ სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას ხარისხის გარანტიით!
სამუხრუჭე სისტემის შეკეთების მსურველები მობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ისტერიტორიაზე, სახელოსნო ბოქსი #51, ან დარეკეთ ნომერზე: 598 61 88 98, 595 05 99 22.