სავალი ნაწილის შეკეთება
სავალი ნაწილის სრული შეკეთების სერვისი
სავალი ნაწილის შეკეთება ერთი შეხედვით არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით! სავალი ნაწილის შეკეთებისას შეიძლება გაჩნდეს უამრავი კითხვა, მაგალითად:
როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან მორგვისა (სტუპიცა) და ბურთულა სახსრის (შარავოის) კაკუნი?
როგორ დავადგინოთ საჭის მექანიზმის კაკუნი რისი ბრალია, შემაერთებელი ღერძის (უდარნი ტიაგის), საჭის კბილანა სადგარის (რულევოი კალონკის) თუ საჭის კბილანა სადგარის სამაგრების?
როგორ შევცვალოთ სწორად მორგვის (სტუპიცის) საკისარი?
როგორ ამოვიღოთ მილისი (ვტულკა) ისე, რომ არ დავშალოთ მთელი მანქანა?
მსგავსი კითხვებისგან და უსიამოვნო სიტუაციებისგან თავის არიდების მიზნით უმჯობესია არ დაიწყოთ სავალი ნაწილის შეკეთება დამოუკიდებლად და მოგვმართოთ „ნიუ ავტო მოტორსის“ ავტოსერვისცენტრში.
ავტოსერვისში მოსვლა აუცილებელია, როცა ავტომობილის მოძრაობაში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი გადახრები, როცა მოძრაობისას ისმის კაკუნი, როცა მანქანის მანევრი აღარ ემთხვევა საჭის მოძრაობას, როცა უარესდება მუხრუჭის ეფექტურობა. ჩვენი სპეციალისტები უმოკლეს დროში დაადგენენ წარმოშობილ გაუმართაობის მიზეზს და უზრუნველყოფენ ავტომობილის სწრაფად და ხარისხიანად შეკეთებას.
სავალი ნაწილის შეკეთების მსურველები მობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ის ტერიტორიაზე ან დარეკეთ ნომერზე: 551 78 70 79, 595 14 11 28.