ხარისხიანი „პოლირება“ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ავტომობილს სწრაფად გააცალოთ ზედმეტი ნადები. თუმცა საყურადღებოა ის ნიუანსები, რომელიც ავტომობილის პოლირებას ახლავს თან.
ავტომობილის „პოლირების“ პროცესი რამდენიმე ნაწილად იყოფა: 1)დეფექტების აღმოჩენა და მისი დამუშავება. 2) დამუშავებულ ზედაპირზე სპეციალური ამერიკული სითხის დატანა და დამუშავება. 3) დეფექტების აღმოჩენის და სითხის დატანის შემდეგ საფინალო დამუშავება არის ავტომობილის სპეციალური კრემით გაპრიალება. დამუშავების არასწორად წარმართვის შემთხვევაში დეფექტები შეიძლება კიდევ უფრო პრობლემური გახდეს. შესაბამისად, სანამ სპეციალურ სითხეს მასზე მოვათავსებთ, დეფექტების კარგად დამუშავებაა საჭირო, რასაც სპეციალური სისქის ზუფარის ქაღალდი (შკურკა) სჭირდება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „პოლირების“ დროს, ავტომობილს ბზინვარებაც ემატება. ასევე პოლირების შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია კერამიკული დამუშავება, რაც აძლიერებს და ელასტიურობას მატებს ავტომობილის ზედაპირს, ამიტომ მისი ხშირად დამუშავება რეკომენდირებული გახლავთ.
კომპანია „ნიუ ავტო მოტორსი“ გთავაზობთ ავტომობილის „პოლირებას“ საუკეთესო ხარისხის მასალებით და გამოცდილი პროფესიონალების მომსახურებით. ჩვენთან დაგხვდებათ კომფორტული გარემო, მისაღები ფასები და გარანტირებული ხარისხიანი სერვისი.
ავტომობილის გაპრიალება (პოლირების) მსურველები მობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ისტერიტორიაზე, ან დარეკეთ ნომერზე: 577 03 77 05