TBILISI
577 22 44 55
info@nam.ge
24/7
თვლების შეყრის გასწორება უახლესი თაობის 3D აპარატურით
რაზვალის გასწორება, თვლების შეყრის გასწორება
ხშირია, როდესაც ავტომობილი მოძრაობისას იხრება გვერდზე, საჭე მიდის მარჯვნივ, ან მარცხნივ და მოძრაობისას ვგრძნობთ საბურავების ვიბრაციას. თითოეული ეს სიმპტომი მიუთითებს თვლების შეყრის ( რაზვალის ) პრობლემაზე და საბურავებში განსხვავებული წნევის არსებობაზე.
როდესაც თვლების შეყრა არ არის გსწორებული საბურავების ცვეთა მიმდინარეობს დახრილად და არათანაბრად. ეს კი ფინანსურ ხარჯებს გვიზრდის ამას გარდა საფრთხიშემცველიცაა, რადგან საბურავების მოჭიმულობა არ არის ისეთი მყარი, როგორიც საჭიროა და საბურავი მთლიანად არ ეხება ზედაპირს. ასეთ დროს, ხშირად საჭე მიდის ერთ მხარეს, ასევე როდესაც 30 კმ-ს ზევით ვიწყებთ მანევრირებას მოულოდნელად შეიძლება საავარიო სიტუაცია შეიქმნას, , რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს.
იმისათვის, რომ არ მოხდეს ავტომობილის გვერდზე გადახრა, საჭიროა, წინა საბურავებში იყოს ერთნაირი წნევა ისევე, როგორც უკანა საბურავებში.
აქედან გამომდინარე, მსგავსი სიმპტომების შენიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია, დროულად მივუყვანოთ ავტომობილი სპეციალისტს და შევამოწმოთ, მოხდეს შესაბამისად თვლების შეყრის( რაზვალის ) გასწორება. კომპანია „ნიუ ავტო მოტორსში“ უახლესი თაობის კომპიუტერული აპარატურის საშუალებით ხდება კონკრეტული მარკის ავტომობილისთვის დასაშვებისაბურავების და თვლების შეყრის(რაზვალის) გასწორება, როგორც წინა ისე, უკანა „ რაზვალის“ შემთხვევაში. დამატებით კი ტარდება გადაჭიმვის სამუშაოები.
„რაზვალის „ გასწორების მსურველებიმობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ის ტერიტორიაზე ან დარეკეთ ნომერზე: 577 38 38 28.