ამორტიზატორის შეკეთება
ამორტიზატორის მთავარი ფუნქციაა, შეინარჩუნოს მუდმივი კონტაქტი ბორბალსა და გზის საფარს შორის. ნებისმიერი დაბრკოლების (გზის უსწორმასწორობის) გადალახვისას, ბორბალმა რაც შეიძლება ზუსტად უნდა გაიმეოროს მისი კონტური და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს გზის საფარს. საგულისხმოა, რომ ზამბარებსა თუ რესორებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ ავტომობილის წონის შეკავების ფუნქცია გააჩნიათ, ხოლო ძარის სწორი მდგომარეობის შენარჩუნება, ამორტიზატორის ფუნქციაა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, გამოვიყენოთ ხარისხიანი ამორტიზატორები, რომელიც კონკრეტული ავტომობილის მოდელს ესადაგება.
ამორტიზატორის ყველაზე გავრცელებულ ტიპებს წარმოადგენს ჰიდრავლიკური და აირ-ჰიდრავლიკური ამორტიზატორები. უმჯობესია, ამორტიზატორი შეიცვალოს წყვილად, ანუ თუ წინა ხიდზე ერთ-ერთ ამორტიზატორს აქვს პრობლემა, სასურველია, დაზიანებულთან ერთად შეიცვალოს მისი ,,მეწყვილეც’’, ვინაიდან ახალი და ძველი ამორტიზატორი განსხვავებულად იმუშავებენ.
კომპანია „ნიუ აუტო მოტორსი“ გთავაზობთ ხარისხიანი ამორტიზატორების ფართო არჩევანს, დიაგნოსტირებას და შეცვლას ერთ სივრცეში.
ამორტიზატორის შეკეთების მსურველები მობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ის ტერიტორიაზე, II სართული, 28 სახელოსნო ბოქსის თავზე, ან დარეკეთ ნომერზე: 555 38 31 34, 577 03 77 04.