ავტომატური გადაცემათა კოლოფის აღდგენა, ზეთის შეცვლა
ავტომატური გადაცემათა კოლოფის მექანიკური და კომპიუტერული შეკეთება
გადაცემათა კოლოფი არსებობს, როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური, ორივე სახეობა ავტომობილის მნიშვნელოვანი აგრეგატია, რომელიც აგებულებით რთულია და საჭიროებს სწორ მოვლას. სწორ მოვლაში იგულისხმება სწორი ექსპულატაცია, ზეთისა და ფილტრის ხარისხიანი და დროული შეცვლა. გადაცემათა კოლოფი არეგულირებს ძრავიდან გამოყოფილ ბრუნთა რაოდენობის სიჩქარედ გარდაქმნას.
გადაცემათა კოლოფში ისხმევა ტრანსმისიის ზეთი კატეგორიების მიხედვით, რომელიც გარდა იმისა, რომ ასრულებს დეტალების შეპოხვას, ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, შექმნას სისტემაში შესაბამისი მაღალი წნევა, რის დახმარებითაც ხდება კოლოფში სიჩქარეების გადართვა.
ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა საჭიროებს 20-დან 50-ათას კილომეტრამდე. მექანიკურ გადაცემათა კოლოფში, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. ზეთის შეცვლა დამოკიდებულია ექსპულატაციის პირობებსა და ზეთის ხარისხზე. რაც უფრო დატვირთულია ავტომობილი, რაც უფრო ხშირად დგას საცობში და რაც უფრო ცხელია ძრავი, მით უფრო ხშირად საჭიროებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფი ზეთის შეცვლას. თუკი ავტომწარმოებლის რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნება, მერე უკვე შევამჩნევთ, რომ გადაცემათა კოლოფი სიჩქარეში გადასვლას აგვიანებს ან სიჩქარის გადართვის დროს ავტომობილს ბიძგები აქვს. ეს ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის გამოცვლის აუცილებლობაზე მიანიშნებს!
ზეთის არ გამოცვლის შემთხვევაში უკვე ჯაჭვური რეაქციით წყობილებიდან გამოდის, როგორც მექანიკური ნაწილი, ასევე ელექტრო დეტალები, ზემოთ აღნიშნული პრობლემები ზეთის ნაკლებობამაც შეიძლება გამოიწვიოს! აქედან გამომდინარე, აუცილებელია სისტემატურად დიაგნოსტიკა და მაქსიმალური დაკვირვება. „ნიუ აუტო მოტორსის“ ავტო სერვის ცენტრში სპეციალური პროგრამების და მოწინავე ტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით ხდება ჯერ სრული დიაგნოსტიკა, შემდეგ შეკეთება.
ავტომატური გადაცემათა კოლოფის აღდგენის მსურველები მობრძანდით: ხოშარაულის #30-ში, NEW AUTO MOTORS-ის ტერიტორიაზე, სახელოსნო ბოქსი #14, ან დარეკეთ ნომერზე: 577 03 77 05