“NEW AUTO MOTORS“-ში კორპორატიული კლიენტების მომსახურებისთვის შექმნილია ეფექტური და დახვეწილი სისტემა, რომელსაც კომპანიის 150-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით მართავს. კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტი, ოცამდე მაღალკვალიფიციური გაყიდვების მენეჯერით. მათი მთავარი ამოცანაა კორპორატიული კლიენტების საჭიროებების ანალიზი, დროული და ხარისხიანი შესრულება.
კორპორატიულ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ ნებისმიერი პროდუქცია თავის სურვილისამებრ. კორპორატიული კლიენტები მიიღებენ პროფესიონალი გაყიდვების და სერვის მენეჯერების მომსახურებას მაღალ დონეზე და სხვა დამატებით სერვისებს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მისაღები ფასები, მაღალ ხარისხში, რადგან ორიენტირებულები ვართ მომხმარებლის და ჩვენი გრძელვადიანი კორპორატიული კლიენტების კომფორტზე და კმაყოფილებაზე.
პროდუქციის მრავალფეროვნებასა და ხარისხს უდიდესი ყურადღება ექცევა. ჩვენ მომხმარებელს ავტოსათადარიგო ნაწილებს გარანტიით ვთავაზობთ. კომპანიას ზურგს უმაგრებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალი. კომპანია თავის მომსახურებას ცოდნაზე, გამოცდილებასა და თავაზიანობაზე აფუძნებს. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომხმარებლისათვის სასურველი წინადადების შეთავაზება და მისი მაქსიმალური კმაყოფილებაა.
ამჟამად ,,NEW AUTO MOTORS’’-ი 10 ათასზე მეტ კორპორატიულ ორგანიზაციას ემსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ თითოეულ კლიენტს ვთავაზობთ მაღალხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას, რაც წარმოადგენს გრძელვადიან და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გარანტიას!